ზურაბ პატარაძე მაროშ შევჩოვიჩს და იანოშ ჰერმანს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს მაროში შევჩოვიჩს და საქართველოში ევროკავშირის ელჩს იანოშ ჰერმანს შეხვდა.

ევროპელ სტუმრებს ზურაბ პატარაძე აჭარის ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალზე ესაუბრა. მთავრობის თავმჯდომარემ ევროკავშირის წარმომადგენლობას ქვეყნისათვის გაწეული დახმარებისა და ევროინტეგრაციის პროცესში თანადგომისათვის მადლობა გადაუხადა.
მაროშ შევჩოვიჩის თქმით, აჭარა გამოირჩევა ევროკავშირის მიერ განხორციელებული პროექტების სიმრავლით. „განსაკუთრებით შთამბეჭდავია მიმდინარე საერთაშორისო პროექტების რიცხვი, რომელიც აჭარაში ხორციელდება სოფლის მეურნეობისა და განათლების მიმართულებით“ – აღნიშნა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორისაა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერილი პროექტი, რომელიც ქალაქ ბათუმში 10 ელექტრო და 20 ახალი ევრო სტანდარტის ავტობუსის შემოყვანას გულისხმობს.
“აჭარის ტელევიზია”

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk