ზუგდიდში, მერიის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ზუგდიდის მერიის წინ ამ წუთებში,  საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.  ადგილზე შეკრებილები ზუგდიდის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის, თენგიზ ქობალიას გირაოს სახით გათავისუფლებას მოითხოვენ.

 აქციაზე რამდენიმე ასეული ადამიანია შეკრებილი, ძირითადად ქობალიას მეგობრები და ახლობლები, ასევე რიგითი ზუგდიდელები.
მათი განცხადებით, თენგიზ ქობალია უკანონო წესების გამოყენებით, საკუთარ კაბინეტში დააკავეს და ხელბორკილები საჯაროდ დაადეს, რაც ნორმებს არ შეესაბამება.
“ჩვენ ვითხოვთ, ის რვა ათასამდე ადამიანი, რომლებმაც ხელი მოვაწერეთ თენგიზ ქობალიას გათავისუფლებას, დაუყონებლივ აღსრულდეს ხალხის ნება და პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს”, -აცხადებენ აქციის მონაწილეები.
საპროტესტო აქცია მშვიდ ფორმებში მიმდინარეობს. გარე პერიმეტრს და წესრიგს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იცავენ.

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk