ზუგდიდში აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე უფასო სასადილოს ბენეფიციარებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ბენეფიციარები ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართავენ და აცხადებენ რომ მათი სურვილია სასადილო საკვებით კვლავ ინდმეწარმე თემურ ქვარცხავამ მოამარაგოს, რომელიც მათ დღემდე ემსახურება და არ მიეცეს შპს ეფექტს მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის მოგების საშუალება.
როგორც ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, მერიის მიერ ტენდერი 2018 წლის 5 დეკემბერს გამოცხადა და წინადადებების მიღება 13 დეკემბერს დაიწყო. ჯერჯერობით ტენდერში გამარჯვენული კომპანია გამოვლენილი არ არის, მიმდინარეობს შერჩევა- შეფასების ეტაპი. გამარჯვებულად გამოვლინდება ის კომპოანია რომელიც სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.
ზუგდიდის მერიამ უფასო სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურეობაზე ტენდერი 5 დეკემბერს გამოაცხადა და შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 73 765 ლარს შეადგენს.

სხვა ვიდეოები