ზუგდიდში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბენეფიციარებს სახალწლო საჩუქრები პირადად გადასცეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ და მერის პირველმა მოადგილემ გიორგი შენგელიამ, საახალწლოდ სასაჩუქრე კალათები 100 წელს გადაცილებულ ქეთევან ესებუასა და მრავალშვილიან ლელა ცანავას გადასცეს.

 ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და აღნიშნეს, რომ სითბო და მზრუნველობა მსგავსი ოჯახებისთვის სახელმწიფოს მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, ჯამში 550 ბენეფიციარს 60 ლარამდე ღირებულების საახალწლო ნობათი გადასცა, რომელიც ყველა საჭირო პროდუქტს მოიცავს.

სხვა ვიდეოები