ზუგდიდის უფასო სასადილოს 250 ბენეფიციარს, დღეს მერიისგან საახალწლო ნობათი გადაეცა

ზუგდიდის უფასო სასადილოს 250 ბენეფიციარს, დღეს მერიისგან საახალწლო ნობათი გადაეცა – ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
სასაჩუქრე კალათები ბენეფიციარებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა გადასცეს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, საახალწლო საჩუქრებს 550 ბენეფიციარს გადასცემს.
საჩუქრები დედ–მამით ობლებს, მარტოხელა მშობლებს, მრავალშვილიან ოჯახებს, 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულებს, ომის მონაწილე ვეტერანებს, უფასო სასადილოსა და სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებს გადაეცემათ.
სასაჩუქრე კალათა, რომლის ღირებულება 60 ლარამდეა, ყველა საჭირო პროდუქტს მოიცავს.

სხვა ვიდეოები