ზუგდიდის საკრებულო მუშაობას შეუდგა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიხსნა. დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ წარმომადგენლობითი ორგანო მუშაობას შეუდგა.

ხმის დამთვლელი კომისიის არჩევის შემდგომ მმართველმა პარტიამ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად გამგებლის ყოფილი მოადგილე მამუკა წოწერია დაასახელა, რომელსაც, სავარაუდოდ, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცებენ.

წოწერიას ენმ-ის დეპუტატმა ანა წითლიძემ სამუშაო გეგმის გაცნობა სთხოვა.

თავის მხრივ, თავმჯდომარეობის ერთადერთმა კანდიდატმა აღნიშნა, რომ დეპუტატებთან და სხვა თანამშრომლებთან ერთად, მომავალი ოთხი წელი იქნება ნაყოფიერი.

„მე გამოვიყენებ ჩემს, რიგორც გონებრივ და ფიზიკურ რესურსს, რათა საკრებულოს მუშაობა იყოს ეფექტური. რა თქმა უნდა, კოორდინირებულად ვიმუშავებთ აღმასრულებელ ორგანოსთან ერთად“, – აღნიშნა წოწერიამ.

ამ წუთებში საკრებულოში ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობს. ხმების დათვლის შემდეგ ცნობილი გახდება, თუ ვინ უხემძღვანელებს წარმომადგენლობით ორგანოს. პირველ სხდომას სამი დეპუტატი არ ესწრება.

საკრებულოში “ქართული ოცნება” უმრავლესობით არის წარმოდგენილი. მას ორგანოში 33 მაჟორიტარი დეპუტატი და პარტიული სიის 9 წევრი ჰყავს. რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, არჩეულ საკრებულოში ენმ ერთი მაჟორიტარი და პროპორციული სიის ოთხი, ხოლო “ევროპულ საქართველო” 2 წევრით არის წარმოდგენილი.

წყარო: radioatinati.ge

 

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk