ზუგდიდის საბავშვო ბაღებში სწავლა 22 იანვარს დაიწყება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება სწავლას 22 იანვარს განაახლებს. მერის ლაშა გოგიას თქმით, საკვები პროდუქტების შესყიდვაზე ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

„უკვე დარეგისტრირდა ახალი ააიპ შესყიდვების სააგენტოზე, გამოცხადდება ტენდერი და როგორც კი დასრულდება, სწავლაც განახლდება“, – აღნიშნა გოგიამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტში სკოლამდელი აღზრდის განათლების ხელშეწყობის პროგრამისთვის 5 მილიონი ლარია გათვალისწინებული. მუნიციპალიტეტის 62 ბაღში ამ დროისთვის 4150 ბავშვია დარეგისტირებული. ბიუჯეტის თანახმად, პროგრამის ფარგლებში, ახალი სტანდარტების დანერგვის მოთხოვნათა შესაბამისად, დაგეგმილია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, კვების რაციონის გაუმჯობესება, სანიტარულ-ჰიგიენური საკითხების მოგვარება, სასწავლო-სააღმზრდელო საქმოიანობის და შრომის ანაზღაურების მოწესრიგების ფინანსური უზრუნველყოფა.

გარდა ამისა, მუნიციპალიტეტი დამატებითი სახსრების მოძიებასაც გეგმავს.

წყარო: radio atinati

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk