ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზით ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

როგორც საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი სულხან ორჟონია აცხადებს, პაციენტი მესტიის საავადმყოფოდან იქნა გადმოყვანილი კატასტრიფის სამსახურის მიერ, ცხელებითა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით, დაუდგინდა დიაგნოზი ორმხრივი ტოტლაური პნევმონია თანხმლები დაავადებებით.
მისივე თქმით, ავადმყოფი უკიდურესად მძიმე მდგონარეობით მოთავსდა კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე. მიუხედავად ჩატარებული სამესიცინო დახმარებისა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ორჟონიას თქმით, ამდროისთვის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მკურბალობას გადის 5 ავადმყოფი გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით.

სხვა ვიდეოები