ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე 25 ოჯახი ახალ წელს ახალ სახლში შეხვდება

ზუგდიდის მუნიიცპალიტტეში მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე 25 ოჯახი ახალ წელს ახალ სახლში შეხვდება.

თანამედროვე სტანდარტებით აშენებული საცხოვრებელი სახლები დღეს მესაკუთრეებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ზუგდიდის მერთან, ლაშა გოგიასთან ერთად გადასცა.

გუბერნატორმა და მერმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად კოკის, დარჩელისა და ახალკახათის ადმინისტრაციულ ერთეულებში ახალი სახლები დაათვალიერეს.

ახალ მოსახლეთა შორის სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანები, შშმ პირები, მარტოხელა დედები, მარჩენალდაკარგულები და ხანდაზმულები არიან. ახალ სახლებში მცხოვრებთა რაოდენობა ჯამში 129 ადამიანია, მათგან 7 პენსიონერი, 9 შშმ პირი და 56 ბავშვია.

უსახლკარო და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კომისიამ, პრიორიტეტული ოჯახები, განცხადებების ადგილზე გადამოწმებისა და ოჯახების ანკეტირების შემდეგ გამოავლინა.

პროექტის განხორციელებისთვის წელს 500 000 ლარი დაიხარჯა.

 

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk