ზუგდიდის მერიამ ახალი პროექტი „სოციალურად დაუცველი ოჯახების კვებით უზრუნველყოფა“ დაიწყო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, წელს, პირველად, სოციალური პროგრამის ფარგლებში, ახალი პროექტი ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების კვებით უზრუნველყოფა’’ დაიწყო.
პროგრამა ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები განსაკუთრებით მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობების მქონე პირების ზამთრის პერიოდში საკვები პროდუქტებით დახმარებას ითვალისწინებს.
413-მა ოჯახმა პროგრამის ფარგლებში, მერიისგან ერთჯერადი საკვები პროდუქტები: შაქარი, ფქვილი, ზეთი, კარტოფილი, მაკარონი და ხახვი მიიღო.
აღნიშნული პროექტი მერიის საპილოტე პროექტია, რომელიც განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისთვისაა განკუთვნილი.
ბენეფიციარების საკვებ პროდუქტებზე 40 000 ლარამდე დაიხარჯა.
ოჯახების სია, რომლებმაც საკვები პროდუქტები მიიღეს მერის წარმომადგენლებმა ადმინისტრაციულ ერთეულებში შეადგინეს.

სხვა ვიდეოები