ზუგდიდის ახალი საკრებულოს სავარაუდო შემადგენლობა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების თანახმად, 4 %-იანი ბარიერი ზუგდიდში სამმა პარტიამ გადალახა. „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 57% მოიპოვა, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 24, 68%, „ევროპულმა საქართველომ“ კი 11,06% მიიღო.

საკრებულოს 50 მანდატიან შემადგენლობაში 35 ადგილს მაჟორიტარი დეპუტატები დაიკავებენ, მათგან ერთი ანაკლიის მაჟორიტარი ენმ-ის წარმომადგენელი იქნება, დანარჩენი კი – მმართველი პარტიის. რაც შეეხება დარჩენილ 15 მანდატს, პროპორციული სიის უმრავლესობაც „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა. სავარაუდოდ, მმართველი პარტიიდან საკრებულოში პარტიული სიით 9 წევრი შევა. ოპოზიციური პარტიები 6 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, მათ შორის ენმ-ს 4 წევრი, ხოლო „ევროპულ საქართველოს“ – 2.

საკრებულოს სავარაუდო შემადგენლობა ასე გამოიყურება:

„ქართული ოცნება“ (მაჟორიტარები) – ქალაქის უბნები:

სალომე ფაცაცია – ენგურის უბანი
თამაზ ფაცაცია – მაცხოვრისკარის უბანი
ირაკლი (გუგა) ლაგვილავა – კოლხეთის უბანი
დავით გახარია – ეგრისის უბანი
მამუკა ყურაშვილი – ოდიშის უბანი

„ქართული ოცნება“ (მაჟორიტარები) – სოფლები

დარჩელი – ზაზა ანდრიაძე
ორსანტია – ამირან ჩხოლარია
ერგეტა – ზვიად ყორშია
ორულუ – ჯანსუღ ჯაბუა
დიდინეძი – გოგი კუკავა
კოკი – ირუზა კაკავა
ყულიშკარი – ზაზა პროკოპენკო
რიყე – დაზმირ ძიმცეიშვილი
შამგონა – ზაზა ხუბუა
ჩხორია – რევაზ თორდია
ჭკადუა – გოგი ზარქუა
განმუხური – დავით ჭაფანძე
აბასთუმანი – ედიტა კოდუა
ახალკახათი – გია დანელია
კახათი – მანანა მებონია
ინგირი – ზურაბ გოგოძე
აბასთუმანი – მამუკა თოლორაია,
რუხი – გოგი თოდუა
ოდიში – სოსო გოგოხია
ჯიხაშკარი პაატა ებრალიძე
ალერტკარი – ლაშა ესებუა
ჭაქვინჯი – ჯონი ჯიქია
ახალსოფელი – რამაზ ჯაბუა
ნარაზენი – გიორგი თოდუა
ცაიში – თამაზ ჟორჟოლიანი
ურთა – ტარიელ გაბულდანი
ჭითაწყარი – ირაკლი ჯანაშია
ოქტომბერი – ზვიად ქირია
კორცხელი – არჩილ ბერანძე

„ქართული ოცნება“ (პროპორციული):

1.მამუკა წოწერია

2. თამუნა ჯიქია

3. ბესიკ ჭეჟია

4. კონსტანტინე კაკავა

5. ოთარ ქადარია

6. მიხეილ ჯობავა

7. ეკატერინე კიფაია

8. ოთარ მარშავა

9. სანდრო სორდია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (მაჟორიტარები):

დავით შელია – ანაკლია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (პროპორციული):

ანი წითლიძე

პაატა ადამია

გელა თოლორაია

მალხაზ ციკუტანია

რაც შეეხება გელა თოლორაიას, რომელიც ასევე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო სოფელ კორცხელში და არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, ენმ-ს ადგილობრივ ორგანიზაციაში აცხადებენ, მისი საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი.

„ევროპული საქართველო“ (პროპორციული):

ბათლომე შელია

ირაკლი ღურწკაია

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომას იწვევს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში.

წყარო: რადიო “ათინათი”

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk