ზუგდიდი 2019 წლის შობა-ახალი წლის დასახვედრად ემზადება (ფოტორეპორტაჟი)

2019 წლის შესახვედრად წინასაახალწლო სამზადისი ზუგდიდში უკვე დაიწყო. ცენტრალურ ქუჩებსა და კონკრეტულ ლოკაციებზე საახალწლო განათებები მონტაჟდება.

11Shares
 11

საახალწლოდ მოირთვება ზვიად გამსახურდიას გამზირი, აღმაშენებლისა და რუსთაველის ქუჩები, ცენტრალური მოედანი, ბულვარის ტერიტორია, ბულვარის შიდა ტერიტორია, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმის კარიბჭემდე მისასვლელი გზა, მუზეუმის ეზო, მუზეუმშიარსებული მარადმწვანე მცენარეები, ნიკოსეულ სასახლესთან მდგარი ნაძვის ხე და მუზეუმის ეზოში ლამპიონები.

მთავარი საახალწლო ნაძვის ხე სკეიტ პარკში განთავსდება და იქვე გაიმართება ძირითადი საახალწლო ღონისძიებები. დამონტაჟდება „ანგელოზის“ კონსტრუქციები.

დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი და კულტურული ღონისძიებების ჩატარება. პარალელურად მოეწყობა „საშობაო ბაზრობა“, საახალწლო თემაზე შექმნილი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი.

ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

 

სხვა ვიდეოები