ყაჩაღური თავდასხმები აფხაზეთში

დე ფაქტო აფხაზეთში გასული კვირაში რამდენიმე ყაჩაღური თავდასხმა მოხდა. 8 დეკემებერს ღამით ტყვარჩელის რაიონის გამგეობაში სამი ნიღბიანი და ავტომატებით შეიარაღებული პირი შეიჭრა. ამის შესახებ „სპუტნიკს“ რაიონის ხელმძღვანელმა აიდა ჩაჩხალიამ განუცხდა. მისი თქმით, თავდამსხმელებმა ადმინისტრაციის შენობაში საპირფარეშოდან შეაღწიეს, დაცვის თანამშრომელი გაკოჭეს და ბუღალტრის ოთახში შეიჭრნენ. სავრაუდოდ, ფულის წასაღებად, რადგან იმ დღეს ხელფასები გაიცა. თუმცა, ჩაჩხალიას განმარტებით, თანხა უკვე გადარიცხული იყო და ის შენობაში არ ინახებოდა. ამდენად, მძარცველებს არაფერი წაუღიათ. აღნიშნულთან დაკავშირებით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ეს ტყვარჩელის ადმინისტრაციის შენობაზე ყაჩაღური თავდასხმის მეორე შემთხვევაა, მიმდინარე წლის ზაფხულში თავდამხსმელებმა შენობიდან 90 ათასი რუბლი გაიტანეს.

ამავე ცნობით, 9 დეკემბერს საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სასამართლო ინსპექციის შენობა გაძარცვეს. წაღებულია კომპიუტერები და პირადი ჯილდოები. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

წყარო: radioatinati

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk