“ვაკეთებ იმას, რაც მინდა, ეპატაჟური ტიპი ვარ“ – ხატია წერეთელი

ბოლო პერიოდში ქართული შოუბიზნესი სკანდალური ვიდეოკლიპებით გამრავალფეროვნდა. ალბათ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ .. “შავ პიარსსაზოგადოებისთვის ნაკლებად მოსაწონი ქმედება, იწვევს, რის შედეგედაც  კონკრეტული შემსრულებელი მათი კრიტიკის ობიექტი ხდება, თუმცა, ამ ყველაფერს გარკვეული წარმატება მაინც მოაქვს.

 არც ჩვენი რესპონდენტი ყოფილა გამონაკლისი. იმის გათვალისწინებით, რომ ხატია წერეთელი საკმაოდ სკანდალური კლიპების გადაღებით გამოირჩევა და მისი ვიდეორგოლები მუდმივად რეზონანსულია, არცმისი ბოლოს გადაღებული კლიპის შემთხვევა ყოფილა მომღერლისთვის მოულოდნელი.

-ბევრს ვმუშაობ… მაქვს მასაჟის სალონი, რომელსაც ვხელმძღვანელობ და წამყვანი სპეციალისტი ვარ. ვმუშაობ ყვითელ პრესაში, Bulvar.ge-ს დირექტორი ვარ. ტანსაცმლისა და აქსესუარების დიზაინს ვაკეთებ და ვკერავ.  ასევე ვარ ვიდეო-ბლოგერი. რაც შეეხება კონცერტებს, წელს არ გამიმართავს, შემოთავაზებები საკმაოდ არის, მაგრამ არ მცალია.

ხატია, საზოგადეობამ მეგაშოუნიჭიერშიგარემიქსებულიშატილის ასულოსშესრულებით გაგიცნო, რომელსაც არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. შენი მიზანი რა იყო, როცა პროექტში მონაწილეობა გადაწყვიტე?

-როცა სთავაზობ რაღაც ახალს, ყოველთვის მზად უნდა იყო კრიტიკისთვის, “შატილის ასულო” უკვე ჰიტია. ჟიურის მოეწონა თუ არ მოეწონა, წარსულში დარჩა, დღეს ამ სიმღერას ბევრი მსმენელი ჰყავს, ალბათ, პროექტის ხელმძღვანელს მარკეტინგი, რომ კარგად სცოდნოდა, ეს სიმღერა უნდა დაეტოვებინა და ამით მოგებას ნახავდა.

ოჯახი

-მე მყავს დიდი და ძლიერი ოჯახი, რომელიც ისეთი ციხესიმაგრეა, ვერავინ, რომ ვერ შეარყია.

 –შენი კლიპები საკმაოდ თამამი და სკანდალურია

-რაც შეეხება კლიპებს, ვაკეთებ იმას, რაც მინდა, ეპატაჟური ტიპაჟი ვარ. იყო აგვისტოს ომი? ვთქვი ჩემი სათქმელი. რატომღაც მაშინ არავინ მომაცხრა (იცინის). შეყვარებული ვიყავი და დავშორდით? ამასაც თავისი ისტორია შევუქმენი კლიპით. მინდოდა ჯარისკაცების მიმართ სიმპათიის გამოხატვა? კლიპით გამოვხატე (ამაზე სერიოზულად გადამიარეს, და დღეს უკვე ჰიტია). შემაშფოთა ტერორიზმმა? სიმღერა დავწერე, კლიპიც გადავიღეთ და დავამონტაჟეთ 36 საათში, ამაზეც “გამაშავეს”, ტერორისტები აგვაფეთქებენ ამ სიმღერის გამოო! როგორ ხედავთ მშვიდობაა…

დეტალურად მოგვიყევი ბოლოს გადაღებულ კლიპზე – „შენთან ყველაფერი მინდა“.

-რაც შეეხება ბოლო კლიპს, ეს არის სახალისო, პოზიტიური კლიპი, სადაც ჩადებულია სპორტული აქტივობაც, ფლირტიც, იუმორიც. არის მსუბუქი ჟანრის, რომლითაც უნდა გაერთო. რა თქმა უნდა, საზოგადოება გაერთო: ზოგი ჩემი ლანძღვით, ზოგი კი -კლიპის ყურებით…

მიუხედად კრიტიკსა, ეს კლიპი სოციალურ ქსელში მაყურებლის სიმრავლით მაინც გამორჩეულიაროგორ ფიქრობ, .. „შავი პიარიმუშაობს?

-რაც შეეხება “შავ პიარს”, დიახ, სწორედ  რომ “შავი პიარი” მუშაობს თუ მუშაობს. ის კლიპები, რომლებიც ლანძღვას გადაურჩა, 50 000 მნახველს ვერ გასცდა. ამ კონკრეტულმა კლიპმა ერთ დღეში მილიონი ნახვა დააგროვა, რაც სწორედ “შავი პიარის” დამსახურებით მოხდა.

ალბათ დამეთანხმები, რომ  ყოველთვის პროვოკაციული კლიპების გადაღებებით გამოირჩევი. მიზეზი?

-ვერ ვიტყოდი, რომ ეს კლიპები პროვოკაციულია… უბრალოდ, მე ყოველთვის ვდებ ამ კლიპებს საჭირო დროს, საჭირო კონტექსტში. ეს PR ტექნოლიგიის ნაწილია. შესაბამისად, ეს ყველაფერი იწვევს რეზონანსს. მასალა, რომელსაც  ხალხი არ გააკრიტიკებს, ჩათვალე, თაროზეა შემოდებული.

 –როგორც ვიცი, კლიპებს შენი შვილი გიღებს და რა რეაქცია აქვს ამ ყველაფერზე? ვგულისხმობ, შინაარსს, საზოგადოების რეაქციას და ....

-ამ კლიპებს ჩემი შვილი, ამირან კურტანიძე მიღებს. იგი უკვე საერთაშორიშო პლაცდარმაზე მუშაობს კარგა ხანია. რეაქცია? ერთად ვხალისობთ (იცინის).

რა ხდება პირად ცხოვრებაში?

-არაფერი განსაკუთრებული. რა თქმა უნდა, ხანდახან ვიღაც მეც მომწონს, მაგრამ ფლირტის ზღვარს არ სცდება.

რას ეტყოდი samegrelorm.ge-ს საშუალებით,იმ ადამინებს, რომლებიც კრიტიკის ქარცეცხლში გახვევენ?

-იმ ადამიანებს, ვინც მაკრიტიკებს, დიდ მადლობას ვეტყვი. ისინი ჩემი უხელფასო “პიარშიკები” არიან (იცინის).

-და ბოლოს, როდის უნდა ველოდოთ შენს მორიგ „პროვოკაციულ“კლიპს?

-ნოემბერში.დეტალებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ.

 

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk