უსინათლოები „საქართველოს უსინათლოთა კავშირის“ წინააღმდეგ

აჭარაში მცხოვრები უსინათლოები უსინათლოთა კავშირის წინააღმდეგ მორიგ საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი უსინათლოთა კავშირის ბალანსზე არსებული ქონების უსინათლოებისთვის გადაცემას და ამ ქონებით მიღებული შემოსავლების გამჭვირვალობას მოითხოვენ.

არასამთავრობო ორგანიზაციის „უსინათლოთა ხმას“ ხელმძღვანელის ალექსანდრე წეველიძის თქმით, უსინათლოთა მოთხოვნებს კავშირის ხელმძღვანელობა გულგრილად ეკიდება.

„ჩვენ კავშირის ხელმძღვანელს მივმართეთ წერილობით და ჩვენს მოთხოვნებზე კონკრეტული ინფორმაციის მოწოდება მოვთხოვეთ, თუმცა მათი პასუხი არის მშრალი, არასრულყოფილი, არ აქვთ ადეკვატური რეაგირება ჩვენს მოთხოვნებზე, ამიტომ საპროტესტო აქციას ვაგრძელებთ. გვინდა, რომ აქციები უფრო მასშტაბური იყოს, რომ შესაბამისი შედეგი მივიღოთ. მოვიდნენ და დაგველაპარაკონ,“-ამბობს ალექსანდრე წეველიძე.
ალექსანდრე წეველიძის თქმით, კავშირის ადმინისტრაცია მათ მიერ მოთხოვნილ ინფორმაციაზე არაადეკვატურად პასუხობს.

„წერილში ვწერდით, თუ რამდენი უსინათოლო ცხოვრობს აჭარაში და როგორია მათი მდგომარეობა. კითხვები გქვონდა ქონებასთან და შემოსავლებთან დაკავშირებითაც, თუმცა მათ მხოლოდ მშრალი ინფორმაცია მოგვწერეს , რომ ცხოვრობს 462 უსინათლო, მეტი არაფერი. ამიტომ, ჩვენ მოვითხოვთ, შეგვხვდეს კავშირის ხელმძღვანელი და პასუხი გაგვცეს საჯაროდ ყველა კითხვაზე,“-ამბობს წეველიძე.

უსინათლოები მოითხოვენ დღესვე შეიქმნას დროებითი საბჭო, რომელიც 10 დღის განმავლობაში იმუშავებს და შეისწავლის როგორც უსინათლოთა ქონებას, ასევე შემოსავლებს. „ამის შემდეგ გავაკეთებთ დასკვნას, თუ რამდენად კეთილსინდისიერად მუშაობს საქართველოს უსინათლოთა კავშირის ხელმძღვანელობა და მათ მიერ დაარსებული შპს-ები,“-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აჭარაში მცხოვრებმა უსინათლოებმა იდენტური მოთხოვნებით საპროტესტო აქცია 3 ივლისსაც გამართეს.

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk