ურეკში OGP-ში ჩართული მუნიციპალიტეტების შეხვედრა მიმდინარეობს

შეხვედრაში ასევე მონაწილეობენ ღია მმართველობა საქართველოს სამდივნო, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) პროცესში ჩართული მუნიციპალიტეტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. შეხვედრის ძირითად მიზანს ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების სტატუსის განხილვა და ამ ვალდებულებების შესრულებისას მუნიციპალიტეტებში დაგროვილი გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს.
OGP-ის ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში მუნიციპალიტეტების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების განხილვები სამ ძირითად პანელად გაიმართება. პირველი პანელი მუნიციპალიტეტების მიერ გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი მმართველობის განმტკიცების კუთხით აღებული ვალდებულების შესრულების განხილვას დაეთმობა. მეორე პანელზე წარმოდგენილი იქნება სამოქმედო გეგმით გათვალიწინებული სხვა ვალდებულებების შესრულების პროგრესი, ხოლო მესამე პანელი კი საშუალებას მისცემს მუნიციპალიტეტებს გაუზიარონ ერთმანეთს OGP-ის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პროცესში მიღებული პრაქტიკა და გამოცდილება.
სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეები ასევე გაეცნობიან, ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე ტენდენციებს და 29-31 მაისს, ოტავაში, კანადა, გამართული OGP-ის გლობალური სამიტის ძირითად შედეგებს. მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ განახლებული ინფორმაცია, დეცენტრალიზაციის პოლიტიკასა და ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის მნიშვნელოვან ასპექტებთან დაკავშირებით. შეხვედრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და USAID-ის დემოკრატიული მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ტარდება.

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk