უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი დასრულდა

საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალური 2 დღიანი ვიზიტი დასრულდა. ვიზიტის ბოლოს საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები ქედას ესტუმრნენ.

ორი ქვეყნის პრეზიდენტს ოჯახებთან ერთად ქედაში ,,აჭარული ღვინის სახლში” რეგიონის მთავრობის თავმჯდომარემ უმასპინძლა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან პეტრო პოროშენკო და უკრაინის სახელმწიფო დელეგაცია გიორგი მარგველაშვილმა და ზურაბ პატარაძემ გააცილეს.
“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები