უბედური შემთხვევა ფოთში – სამაცივრე საწყობში მამაკაცი გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა მოხდა ფოთში — შპს „აისბერგ-ფოთში” 40 წლამდე მამაკაცს ყინულის ყუთები დაეცა, რის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, იტყობინება ადგილიდან „Sputnik-საქართველოს” კორესპონდენტი.

როგორც სასწრაფოს მორიგე ექიმი, თამარ ჟვანია განმარტავს, სასწრაფო დახმარების ბრიგადა შემთხვევის ადგილზე დროულად გამოცხადდა, თუმცა დაშავებულ მამაკაცს სასიცოცხლო ნიშნები არ აღენიშნებოდა, მან მძიმე ტვირთის დაცემის შედეგად ტრავმა თავის არეში მიიღო.

მომხდარზე ოფიციალურ კომენტარს შპს „აისბერგ-ფოთში” არ აკეთებენ.

ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. როგორც უწყებაში განაცხადეს, აღნიშულთან დაკავშირებით საქმის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლით დაიწყო, რაც შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს და ისჯება ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

ჯემალ ღამბაშიძე

“სპუტნიკ საქართველო”

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk