თურქული მედიის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქართველი მამაკაცი ფუტკრის ნაკბენით გამოწვეული ალერგიით დაიღუპა

თურქეთში, ქალაქ რიზეში საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. როგორც თურქული მედია წერს, ახალაგზრდა მამაკაცის გარდაცვალების სავარაუდო  მიზეზად  ფუტკრის ნაკბენით გამოწვეული ალერგია სახელდება.

არსებული ინფორმაციით,  ახალგაზარდა მამაკაცი ჩაის პლანტაციებში მუშაობდა, სადაც მას ჩაის კრეფის დროს ფუტკარმა  უკბინა.  სამწუხაროდ, იგი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

სხვა ვიდეოები