მოსახლეობა მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს

მოსახლეობა მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. ბაგრატიონის ქუჩის მცხოვრებლების განცხადებით, თურქული კომპანია სამშენებლო ნორმების დარღვევით საქმიანობს. მოქალაქეების თქმით, შენობები ერთმანეთთან ახლოსაა განთავსებული და სამშენებლო ნაგავი სახლებში შედის. მრავალსართულიანი კორპუსის აივანი კი ადგილობრივის სახლის სახურავის ნაწილზეა გადასული. ამბობენ, რომ მერიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უწყებამ კომპანია მხოლოდ დააჯარიმა, მშენებლობა კი ამ დრომდე მიმდინარეობს. ისინი ვერც მშენებელ კომპანიასთან დაკავშირებას […]

საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია

ქედაში, წონიარისისა და დოლოგნის ბაგა-ბაღების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დოლოგნის საბავშვო ბაღი აღსაზრდელთა რაოდენობის ზრდის გამო გაფართოვდება. დაგეგმილია წონიარისის საბავშვო ბაღის მიმდებარედ ეზოს მოწყობაც. წელსვე, გათვალისწინებულია ზუნდაგაში არსებული მრავალფუნქციური შენობის, მათ შორის საბავშვო ბაღისა და ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა, რომლისთვისაც ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაციისთვის მიმდინარე წელს გამგეობა სულ 818 ათას ლარს დახარჯავს. ‘აჭარის ტელევიზია”

სოციალური სახლის მშენებლობა

545 ათასი ლარი სოციალური სახლის მშენებლობისთვის. ქედის გამგეობა ყოფილი სამკერვალო ფაბრიკის შენობის რეკონსტრუქციას გეგმავს, სადაც 12 საცხოვრებელი ბინა მოეწყობა. ფართებით ქედაში მცხოვრები უსახლკარო ოჯახები დაკმაყოფილდებიან. სოციალური სახლის მშენებლობისთვის თანხა აჭარის ბიუჯეტიდან გამოიყო. ქედის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის განმარტებით, სამშენებლო სამუშაოები ტენდერის დასრულებისთანავე დაიწყება. “აჭარის ტელევიზია”

ხიჭაურის ახალი საბავშვო ბაღი შშმ პირებზე იქნება ადაპტირებული

მიმდინარე წლის იანვარში შუახევის მუნიციპალიტეტში, ხიჭაურის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიასთან ახლოს საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. შუახევის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში აშენდება 2 სართულიანი შენობა. მოეწყობა საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერილები, სამზარეულო, დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის თანამედროვე სისტემა. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხიჭაურის ბაგა-ბაღი ექსპლუატაციაში ახალ სასწავლო წელს შევა და 50-ზე […]

რატომ უნდა ჯდებოდეს მეჩეთის აშენება უფრო ძვირი, ვიდრე ეკლესიის – გადასახადები და დისკრიმინაციული კანონი

ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ამბავი საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე მაგალითად მოიყვანა იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ. ის რელიგიური ორგანიზაციების ინტერესებს იცავს, რომლებიც მიიჩნევენ რომ დისკრიმინაციულია კანონი, რომლითაც საგადასახადო შეღავათებით მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია სარგებლობს. „ბათუმში მუსლიმმა თემმა შეისყიდა მიწის ნაკვეთი. მშენებლობის ნებართვას მიიღებენ თუ არა, ჯერ ესეც უცნობია, მაგრამ თუკი მიიღებენ, მათ დამატებითი ღირებულების გადახდაც მოუწევთ, რაც 18 პროცენტს […]

რა აშენდება აკვაპარკთან – ენმ კორუფციულ სქემაზე საუბრობს

ზღვის სანაპირო ზოლში, აკვაპარკთან, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მიწის ნაკვეთს ყიდის. აუქციონზე 12 971 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი 4 მილიონ 100 ათასი ლარია. „ერთი კვადრატული მეტრის ფასი 316 ლარი გამოდის. ასე იაფი მიწა ზღვის პირას არ ღირს, თან ამ ზოლში, სადაც გასაყიდი მიწა აღარაა დარჩენილი. მიწის ნაკვეთს აკვაპარკთან ზურაბ პატარაძის სამეგობრო შეიძენს,“ […]

ფასები ლარში – სამშენებლო კომპანიების გაფრთხილება დაიწყო

ზუსტად ათი დღეა მოქმედებს ცვლილება, რომლის მიხედვითაც, მაგალითად სამშენებლო კომპანიებმა ბინების ფასები რეკლამირებისას ლარში უნდა წარმოადგინონ. ამის მიუხედავად ქალაქში უცხოურ ვალუტაში მითითებული ფასები ხშირად შეგხვდებათ. ნაწილმა უკვე დამზადებულ ბანერზე, რომელშიც ფული აქვს გადახდილი, შემდეგი გამოსავალი ნახა – საღებავით ფასი საერთოდ წაშალა. იმის მიუხედავად, რომ ეროვნულმა ბანკმა ლარში ფასდადების წესის შემოღებისას არაერთი გამონაკლისი დაუშვა, სამშენებლო კომპანიების […]

სამშენებლო პროცესს ”დროებით შეწირული” საფეხმავლო ბილიკები და გზის ნაწილი

ქალაქის სხვადასხვა უბანში ხშირად შეხვდებით სამშენებლო ღობეს, რომელიც საფეხმავლო ბილიკს იკავებს. არის შემთხვევები, როცა ჯებირი საავტომობილო გზაზეა განთავსებული და მოძრაობას ნაწილობრივ ზღუდავს. ვინ კანონიერად და ვინ უკანონოდ ახორციელებს სამუშაოებს, ეს ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დასადგენია. მოსახლეობას სხვა პრობლემა აწუხებს. მათი თქმით, არის შემთხვევები, როცა გადაადგილებისას ჩახერგილი ტროტუარის გამო საავტომობილო გზაზე გადასვლა უწევთ. ფიქრობენ, რომ ეს […]

ზურაბ პატარაძე სასტუმრო კომპლექს „თვინ თაუერსის“ მშენებლობის გახსნას დაესწრო

კვარიათში ახალი სასტუმრო კომპლექსი „თვინ თაუერსი“ აშენდება. 30-მლნ დოლარის ინვესტიცია; კომპლექსში განთავსდება: ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი რეგიონში; სპორტულ გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო ზონა; ზღვისპირა რესტორნები და კაფე-ბარები; შიდა და გარე ავტოსადგომი მშენებლობის პროცესში 450, ხოლო დასრულების შემდეგ 150 ადამიანი დასაქმდება აშენდება ორი 28 სართულიანი და ერთი 20 სართულიან შენობა პროექტი დასრულდება 2021 წლის ზაფხულში „თვინ […]

ხულოს “ნაცმოძრაობა” ტუალეტებისთვის ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს

ხულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მმართველი გუნდი თანამედროვე ტუალეტების ფასსზე კამათობს. ხულოში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ლიდერი, ირაკლი ჯორბენაძე „აიპრესთნ“ ირწმუნება, რომ მწვანე ტბაზე საპირფარეშოს მშენებლობისთვის 11 500 ლარი საკმარისი არა არის. ჯორბენაძის მტკიცებით ამ თანხით თანამედროვე ტიპის სტანდარტის საპირფარეშოს მშენებლობა შეუძლებელია და მოითხოვს არსებულ ციფრს თანხის 50% დაემატოს. ირაკლი ჯორბენაძის განცხადებით მწვანე ტბაზე თანამედროვე […]

სამშენებლო პირობების დამრღვევები, ჯარიმის გარდა მოსაკრებელსაც გადაიხდიან

მერიის არქიტექტურის სამსახურმა, დღეს 28 ივნისს, ბათუმის საკრებულოს დადგენილების პროექტი წარუდგინა. ამ დადგენილების მიხედვით, ის პირები, რომლებმაც სანებართვო პირობების დარღვევით განახორციელეს მშენებლობა და დაჯარიმდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 1 ივნისამდე, ჯარიმის გარდა მოსაკრებელსაც გადაიხდიან. მოსაკრებელი 1კვ/მეტრზე 400 ლარია. აღნიშნული მოსაკრებლის გადახდა მხოლოდ 2018 წლის 1 იანვრამდეა ძალაში. საკრებულოს წევრის კობა ჩხეიძის განცხადებით, მერია […]

ზურაბ პატარაძე: თვალყურს ვადევნებთ თუ როგორ ასრულებს პირობებს ”შუახევიჰესის” ინვესტორი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სოფელ ყინჩაურში მდგომარეობის შესასწავლად წარმომადგენლების გაგზავნას გეგმავს. ახდენს თუ არა ზეგავლენას  ”შუახევიჰესის” გვირაბი საცხოვრებელ სახლებზე?   ზურაბ პატარაძე ამბობს, რომ ამის დადგენას ახალი სისტემით შეეცდებიან.  პროექტი უკვე  მზად არის. “თვალყურს ვადევნებთ თუ როგორ ასრულებს პირობებს ინვესტორი.  მაქსიმალურად გავითვალისწინებ როგორც კომპანიის მოთხოვნებსა და უფლებებს, ასევე მოსახლეობის ინტერესებს” – ამბობს  რეგიონის პირველი პირი. ყინჩაურის მოსახლეობამ ცენტრალური […]
english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk