სტადიონზე შეჭრილი ქართველი გულშემატკივარი ფრანჩესკო ტოტის ჩაეხუტა

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ნაკრების წინააღმდეგ – მატჩის 83-ე წუთზე, მოედანზე გულშემატკივარი შეიჭრა და იტალიელ ფებურთის ლეგენდას ფრანჩესკო ტოტის ჩაეხუტა.

სტადიონის დაცვის სამსახურმა სწრაფად მოახერხა სიტუაციის გაკონტროლება და ეს ინციდენტი სწრაფად ამოიწურა. შეხვედრა მსოფლიო ნაკრების გამარჯვებით, 6:5 დასრულდა. დინამო არენაზე შეკრებილმა მაყურებელმა 11 გოლი და დიდი საფეხბურთო დღესასწაული იხილა.

შეგახსენებთ, რომ მატჩი საქველმოქმედოა და შემოსული თანხა ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება. რაც შეეხება გუნდების შემადგენლობას:

„GFF XI”

მეკარეები: კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი

მცველები: ივან კორდობა, კაფუ, ჯუზეპე ფავალი, ალესანდრო კოსტაკურტა, კახა კალაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, კახაბერ ცხადაძე

ნახევარმცველები: ზვონიმირ ბობანი, დემეტრიო ალბერტინი, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი, გოჩა ჯამარაული, გიორგი დემეტრაძე, ლევან ცქიტიშვილი

თავდამსხმელები: ანდრეი შევჩენკო, ერნან კრესპო, კევინ კურანი, მიხეილ ყაველაშვილი

„მსოფლიოს XI”

მეკარეები: სებასტიან ფრეი, დიდა

მცველები: პაოლო მალდინი, მაურო ტასოტი, მასიმო ოდო, ვინსენ კანდელა, დარიო შიმიჩი, პიეტრო ვიერხოვოდი. ენრიკო ანონი, მიჩელ სალგადო

ნახევარმცველები: ხავიერ ძანეტი, იბრაჰიმ ბა, მასიმო ამბროზინი, დინო ბაჯო, ლუიჯი დი ბიაჯო, მარეკ იანკულოვსკი, ანჯელო დი ლივიო, ბენიტო კარბონე

თავდამსხმელები: რივალდო, ლუკა ტონი, ფრანჩესკო ტოტი, მარკო დელვეკიო;

წყარო: “აიპრესი”

სხვა ვიდეოები