შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი იწყება

შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი იწყება. რიგით მეთერთმეტე ფესტივალი დღეს კორი ჰენრის კონცერტით გაიხსნება. მონაწილეები უკვე ბათუმში იმყოფებიან. უახლოეს წუთებში ისინი სცენაზე შეიკრიბებიან.

ხვალ კი ბათუმის ჩოგბურთის კლუბში ჯემიროქვაის კონცერტი გაიმართება. ბენდის წევრები დღის ბოლოს ჩამოვლენ საქართველოში. მანამდე კი ბათუმში კონცერტისთვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა ჩამოიტანეს. სცენის მონტაჟის სამუშაობი უკვე დასრულდა.

ხვალინდელი კონცერტის ყველა ბილეთი გაყიდულია და 6500-მდე მაყურებელს ელიან. ჯაზ ფესტივალის ფარგლებში ორი საკონცერტო სივცრე იქნება. 4 დღის განმავლობაში კორტების დიდ სცენასა და საფესტივალო კლუბში სულ 8 კონცერტი გაიმართება.
“აჭარის ტელევიზია’

სხვა ვიდეოები