სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2019 წლის თებერვლიდან ივნისამდე “ენგურჰესის” გაჩერება იგეგმება

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2019 წლის თებერვლიდან ივნისამდე “ენგურჰესის” გაჩერება იგეგმება , – ამის შესახებ “ენგურჰესის” დირექტორთა საბჭოს თამჯდომარე ლევან მებონიამ განაცხადა.

მისივე განცხადებით, გვირაბის რემონტზე გამოყოფილია დაახლოებით, 18 მილიონი ლარი.

“ახლა მიდის დაზუსტება პროექტის და სატენდერო სპეციფიკაციების მომზადება და უფრო კონკრეტული თანხა ცნობილი იქნება 2018 წლის სექტემბრისთვის”, – განაცხადა მებონიამ.

რაც შეეხება საინვესტიციო გეგმას, ლევან მებონიას განცხადებით, ეს მოიცავს გვირაბის რემონტს და ძირითადი მოწყობილობების შეცვლას, ასევე ლამის ამოღების საკითხებს წყალსაცავიდან კაშხლის აუზში.

ლევან მებონიას განმარტებით, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, აისახება ტარიფზე, მაგრამ დიდად – არა.

რაც შეეხება აფხაზეთის გამრიცხველიანებას, ლევან მებონიას განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, აფხაზური მხარეც დაინტერესებულია ამ საკითხის გადაწყვეტით.

“მოლაპარაკებები მიდის იმაზე, რომ დაიწყოს გამრიცხველიანება და ჩვენ დავეხმარებით ტექნიკურ საკითხში, პროექტების შეფასებაში და ა.შ. რამდენიმე შეხვედრა უკვე იყო, ეს გაგრძელდება და ვფიქრობ, რომ რაღაც პროგრესი გვექნება, თუმცა არ არის მარტივი საკითხი”, – განაცხადა ლევან მებონიამ.

წყარო: commersant.ge

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk