“საქონელი მოიპარეს და შენ თავზე უნდა აიღოო” – რა მოხდა 22 სექტემბერს ხობის პოლიციაში და რატომ ადანაშაულებს მოქალაქე პოლიციის მაღალჩინოსანს ზეწოლაში

 აფხაზეთიდან დევნილი, არსენა მატარაძე, ხობის პოლიციის უფროსსზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც ის აცხადებს, პოლიციის უფროსი მას იმ დანაშაულის აღიარებას აიძულებდა, რაც არ ჩაუდენია. არსენა მატარაძე სასამართლომ 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ამბობს, რომ ამ თანხას ვერ გადაიხდის და სიმართლის დასადგენად ბრძოლას ბოლომდე აპირებს.

,,ჩემთან მოვიდა დაახლოებით 5 პოლიციელი, მითხრეს , რომ ჩხრეკა უნდა ჩაეტრებინათ, აზრზე არ ვიყავი რა უნდოდათ. წინააღმდეგობა არ გამიწევია, ჩხრეკის ორდერი არ წარუდგენიათ.მეც გამჩხრიკეს, ჩემი ავტომანქანაც და მითხრეს, რომ უნდა გავყოლოდი მათ, წამობრძანდით ხობის პოლიციაში უნდა წაგიყვანოთ, თქვენი ნახვა ხობის პოლიციის უფროსს უნდაო. დანაშაული არ მქონდა და არც შემშინებია. იქ მისულებს პოლიციის უფროსმა მკითხა, ხომ იცი რაც მოხდაო, მე არაფერი ვიცოდი, საქონელი მოიპარეს და შენ თავზე უნდა აიღო, მე ყველაფერში დაგეხმარებიო. სამ-ოთხ დღეში გარეთ გამოგიყვან და ჩვეულებრივად გააგრძელე მერე მუშაობაო. რა თქმა უნდა არ დავთანხმდი, რაც არ გამიკეთებია საკუთარ თავზე ვერ ავიღებდი. ის კი დამემუქრა, უცენზურო სიტყვებით მომმართა. გადამიყვენეს ფოთის წინწარი დაკავების იზოლატორში, გაიმართა სასამართლო პროცესი და 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გამათავისუფლეს. ეს თანხა არ მაქვს და ვერ გადავიხდი. ამ საქმეს ასე არ დავტოვებ , წინ ერთი თვე მაქვს და ყველაფერს გავაკეთებ, ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად. უდანაშაულო ვარ,”-აცხადებს მატარაძე.

შსს-ს ინფორმაციით, 22 სექტემბერს ხობის პოლიციაში დაიწყო გამოძიება ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქის პირუტყვის ქურდობის ფაქტზე სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

უწყებების ცნობით, 23 სექტემბერს ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი: 1986 წელს დაბადებული ა.მ. არსენ მატარაძე არ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

25 სექტემბრის განჩინებით ფოთის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების ერთობლიობა და ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო 10000 ლარის ოდენობით შეეფარდა. ქურდობის ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გარდა 27 სექტემბერს ხობის პოლიციამ ასევე დაიწყო გამოძიება ბრალდებულ ა.მ.-ს მიერ მოწმეზე ზემოქმედების განხორციელების ფაქტზე. გამოძიება სსკ-ის 372-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გრძელდება.

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk