საქართველოს სამ დღიანი ოფიციალური ვიზიტით „ნენსკრა ჰესის ინვესტორი“ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ეწვევა

„ნენსკრა ჰესის“ ინვესტორი კომპანიის – კორეის წყლის რესურსების კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი 28 იანვარს თბილისს 3-დღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში,  ჰაკსუ ლი საქართველოს მთავრობის წევრებთან რიგ შეხვედრებს გამართავს, რომლებზეც პროექტის მიმდინარე სტატუსი და 2019 წლის გეგმები იქნება განხილული. დაგეგმილია ასევე შეხვედრები ნენსკრა ჰესის პროექტის განმახორციელებელი კომპანია სს „ნენსკრა ჰიდროს“ აქციონერის – სს „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელობასთან.

 

კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water (“ქეი უოთერი“) სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული კომპანიაა, რომელიც 1967 წელს დაარსდა. მას 24 ქვეყანაში მაღალი სირთულის 67 პროექტი აქვს განხორციელებული. ამჟამად K-water მრავალი დანიშნულების მქონე 16 კაშხალს მართავს. ბ-ნი ლი K-water-ს 1987 წელს შეუერთდა, 2016 წელს კი კომპანიის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა.

 

სს „ნენსკრა ჰიდრო“ კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water–ისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. მის მიზანს მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა წარმოადგენს. ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, საქართველოს ყოველწლიურად 1’200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის. გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება.

 

პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებიც ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში ხიდებისა და გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას, სამშენებლო ბანაკებისა და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას მოიცავს, 2019 წლის განმავლობაში განხორციელდება.

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk