სამი ოქრო ანაჰაიმიდან: ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ანაჰაიმში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძალოსნობაში, ქართველმა რეკორდსმენმა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ორჭიდის ჯამში მსოფლიო რეკორდი დაამყარა და 477 კილოგრამი დააფიქსირა.

ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა აკვრაში 243, 250 და 257 კილოგრამები შეუკვეთა და სამივე წარმატებით დაძლია. ორჭიდის ჯამში, ლაშა ტალახაძეს 477 კილოგრამი დაუგროვდა, რაც ახალი მსოფლიო რეკორდია.

გარდა ამისა, ატაცში, ქართველმა ასევე მსოფლიო რეკორდი დაამყარა და 220 კგ აიტაცა.

ანაჰაიმის მსოფლიო ჩემპიონატიდან, ჯამში, ლაშა ტალახაძემ აკვრაში, ატაცსა და ორჭიდში სამი ოქროს მედალი მოიპოვა.

წყარო: ipress.ge

სხვა ვიდეოები