სამეგრელოში “აზიური ფაროსანა” უკვე მოსახლეობის სახლებს შეესია

სამეგრელოში სოფელ კახათის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. თხილის ბაღების და სიმინდის ყანების შემდეგ, აზიური ფაროსანა უკვე მოსახლეობის სახლებს შეესია. მავნებელთან გამკლავება მოსახლეობას საკუთარი ძალებით უწევს.

მოსახლეობა შიშობს, რომ მწერების შემოსევა მათი ჯანმრთელობისთვისაც საშიშია.

სამეგრელოს რაიონის რამდენიმე სოფელში მოსავალი თითქმის განადგურებულია. თხილისა და სიმინდის გარეშე დარჩენილი მოსახელობა მავნებელი მწერის ასეთი სისწრაფით გამრავლებაში სურსათის უვნებლობის სამსახურს ადანაშაულებს, რადგან ნარგავების შეწამვლა დროულად არ მოხდა.

ამასთან, არაერთი მიმართვის მიუხედავად, მოსახლეობის პრობლემით არც ადგილობრივი და არც ცენტრალური ხელისუფლება დაინტერესებულა.

მოსახლეობის პრეტენზიები გაუგებარია სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოსთვის. უწყებაში განმარტავენ, რომ დასავლეთ საქართველოში ნარგავები გეგმიურად, მათ შორის, ახლაც იწამლება. ამისთვის ბიუჯეტიდან და დონორი ორგანიზაციებიდან 13 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი.

ჯერჯერობით უცნობია სამეგრელოს რიონში მცხოვრები მოსახლეობის ზარალის ზუსტი ოდენობა. მოსავლის ნაწილის გადარჩენა მათ ამ დრომდე საკუთარი ძალებით უწევთ.

წყარო: “რუთავი 2”

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk