სამეგრელოს, 30 ნოემბრის სტიქიის შედეგად, 7 მილიონიანი ზარალი მიადგა

სამეგრელოს რეგიონში 30 ნოემბრის სტიქიის შედეგად გამოწვეული ზარალის ოდენობა დღეის მდგომარეობით, 7 მილიონ ლარს აღემატება. 698 საცხოვრებელი სახლის სრულად, ან ნაწილობრივ გადახდილი სახურავების აღსადგენად დაზარალებული მოსახლეობისთვის შესაბამისი მასალის გაცემის პროცესი დასრულების ფაზაშია.
ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დაზიანებული საბავშვო ბაღების, სკოლებისა და დევნილთა კომპაქტური ჩასახლებების რაოდენობამ 31-ს მიაღწია, მათი სარეაბილიტაციო სამუშაოები შეუჩერებლად მიმდინარეობს. რაც შეეხება ხობის მუნიციპალიტეტის ე.წ. ბეწვის ხიდს, რომელიც 2 სოფელს ერთმანეთთან აკავშირებდა, ყოველდღიურად 300-ზე მეტი მოქალაქე სარგებლობდა, რომელთაც ხიდის რესტავრაციამდე მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება. განმუხურში დაზიანებული ამფითეატრის ზარალს მოწვეული ექსპერტები ჯერ კიდევ ითვლიან, რის შემდეგაც დაიგეგმება აღდგენითი სამუშაოები.

აღსანიშნავია, რომ რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სახურავებთან ერთად, რამდენიმე საცხოვრებელი სახლის კედლებიც ჩამოიშალა, ხოლო მათ აღსადგენად საჭირო სამშენებლი მასალების გადაცემის პროცესი მიმდინარე დღეებში დასრულდება.

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk