სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობას პოლიციისა და სპეცრაზმის ცოცხალი ჯაჭვი იცავს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს, იტყობინება „Sputnik საქართველოს” კორესპონდენტი ზუგდიდიდან.

აქციაზე, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით იმართება და 1000-მდე ადამიანი იმყოფება, მოსახლეობა გუბერნატორ ლევან შონიასთან შეხვედრას და აზიური ფაროსანასგან მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის შექმნას ითხოვს.

„დავრჩით მშივრები, ვითხოვთ ზარალის ანაზღაურებას, ფაროსანამ ჩვენი სოფლის მეურნეობის ყველა კულტურა გაანადგურა”, — განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმმოამდგენლებიც იმყოფებიან. როგორც „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია აცხადებს, აქციის მონაწილეები იმ დრომდე არ დაიშლებიან, სანამ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია დაზარალებულ მოსახლეობას არ შეხვდება.

ადმინისტრაციის შენობასთან სამართადამცველები არიან მობილიზებული. მათსა და აქციის მონაწილეებს შორის 15 წუთის წინ შეხლა-შემოხლა მოხდა. როგორც სააგენტოს კორესპონდენტს „ნაცმოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა გიორგი პატარაიამ განუცხადა, სამართალდამცველებმა პარტიის ოთხი წევრი დააკავეს.

შსს-ს პრეს-სამსახური აქციის მონაწილეთა დაკავების ფაქტს არ ადასტურებს.

 

ჯემალ ღამბაშიძე

წყარო: “სპუტნიკ-საქართველო”

 

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk