სახლი ოჩამჩირეში, სადაც მანქანით პირდაპირ საძინებელში შედიან

ოჩამჩირის რაიონში გზის პირას მდებარე ორსართულიანი სახლი უცნაური დეტალით გამოირჩევა და გამვლელთა ყურადღებას იპყრობს. სახლის მეორე სართულზე ასვლა მანქანით პირდაპირ ტრასიდან შეიძლება. გამოცემა “აიაირას” ჟურნალისტები შეეცადნენ გაერკვიათ, თუ ვინ ცხოვრობს ამ სახლში და რატომ მიუერთა სახლს მსგავსი მისასვლელი.

სახლის პატრონმა ალექსეი გუჩუამ მათ უამბო, თუ რატომ მოაწყო უცნაური ესტაკადა.

“შვილი რომ გვეყოლა, ცოლმა მითხრა, როდესაც ჩემი ვაჟი დაქორწინდება, პატარძალს სახლში პირდაპირ მანქანით შევიყვანო”, – უთხრა მან სტუმრად მისულებს.

თუმცა ეს ამბავი ამით არ სრულდება, მამაკაცის მეუღლე, თინა, უეცრად 1985 წელს ისე გარდაიცვალა, რომ შვილის ქორწილს ვერ მოესწრო. ამის შემდეგ ალექსიმ კარგა ხნით დაივიწყა ცოლის სურვილის შესახებ. 1992 წელს, როდესაც ომი დაიწყო, მისი შვილები წავიდნენ და ის მარტო დარჩა სახლში. აი, მაშინ კი გაახსენდა თინას ოცნება. იმ იმედით, რომ ვაჟი და რძალი ოდესმე დაბრუნდებოდნენ და მანქანით შევიდოდნენ პირდაპირ სახლში, მეორე სართულზე, მან ბეტონის მისასვლელის მშენებლობა დაიწყო.

“გალის ბაზარზე მივდიოდი, ტომრებით ვყიდულობდი ცემენტს და ავტობუსით მომქონდა, შემდეგ თვითონ ვასხამდი ბეტონს, ვაშენებდი. ყველაფერი საკუთარი ხელების გავაკეთე. ოდესღაც ეს სახლიც თავად ავაშენე”, – ყვება გუჩუა.

ესტაკადის მოწყობას ერთი წელი მოანდომა, რისთვისაც 8 ტონა ცემენტი დასჭირდა. 6 წლის წინ თინას ოცნებაც ასრულდა, 20 წლის შემდეგ, ვაჟმა ცოლი შეირთო და პირდაპირ ესტაკადით შეიყვანა პატარძალი საძინებელში. ახლა პენსიონერი იმაზე ოცნებობს, რომ შვილიშვილ ქორწილს მოესწროს. ესტაკადის ქვეშ ალექსი გუჩუამ დიდი მისაღები მოაწყო, სადაც 200- მდე ადამიანი ეტევა. შარშან იქ თავისი მე- 80 დაბადების დღე აღნიშნა.

მარტოხელა მამაკაცი სოფლის მეურნეობას მისდევს და მეურნეობას უძღვება. ხილი და თხილი გალის ბაზაზრე მიაქვს გასაყიდად. ზოგჯერ შვილი აკითხავს. მამაკაცი ახლა იმაზე ოცნებობს, რომ შვილიშვილის ქორწილს მოესწროს და ისიც ამ ესტაკადით შეიყვანოს საცოლესთან ერთად სახლის მეორე სართულზე.

წყარო: რადიო “ათინათი”

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk