სახალხო დამცველის აპარატი ზუგდიდის მე-15 ბაღში მომხდარ ინციდენტს სწავლობს

ომბუდსმენის აპარატმა ზუგდიდის მე-15 საჯარო ბაღში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო. სახალო დამცველის ოფისში რადიო „ათინათს“ განუმარტეს, რომ საკითხს მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ საკუთარი ინიციატივით სწავლობენ.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებულ დეტალებაში უწყებაში, ჯერჯერობით, არ საუბრობენ.

ზუგდიდის მე-15 საბავშვო ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელის, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვის მშობლის თეა ანჩაბაძის მტკიცებით, მისი შვილი და სხვა, ასევე აუტისტი ორი ბავშვი, ღონისძიებაზე იმ მიზეზით არ დაუშვეს, რომ შესაძლებელი იყო, მათ ზეიმი ჩაეშალათ. ამის შესახებ პოსტი მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ანჩაბაძე ამბობს, რომ სამსახურიდან არავის გაშვებას არ ითხოვს, თუმცა თვლის, რომ ფაქტი რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.

საპირისპიროს ამტკიცებს ბაღის გამგე ინეზა ზაქარაია. მისი თქმით, კარის ჩაკეტვის მიზეზი დეკორაციები იყო და კატეგორიულად უარჰყოფს იმ ფაქტს, რომ ბავშვები ზეიმზე შეგნებულად არ შეუშვეს. ზაქარაიას თქმით, სამივე მათგანის ზეიმში ჩართვა შემდეგ ღონისძიებაზე იყო დაგეგმილი.

ქალაქის მერის ლაშა გოგიას დავალებით, აღნიშნულ ბაღში დღეს აუდიტი შევიდა. მერიაში აცხადებენ, რომ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ინციდენტში მონაწილე ყველა პირი პასუხს კანონის წინაშე აგებს.

წყარო:radioatinati

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk