“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ანგარიში

მესამე მოწვევის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა იყო „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის საგანი. 38 გვერდიან დოკუმენტში რამდენიმე მიმართულებაზეა საუბარი, მათ შორის დეპუტატების მიერ ინიცირებული და მიღებული კანონების შესახებ, ასევე რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს წევრთა ბიზნეს საქმიანობაზე. კვლევა 2012-დან 2016 წლამდე პერიოდს ეხება.

კვლევის ფარგლებში რეკომენდაციებთან ერთად შენიშვნებიც არის, რომელიც რამდენიმე პუნქტს მოიცავს. არ ჩატარებულა სამთავრობო საათი, პრობლემური იყო გაცდენებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება – წერია დოკუმენტში. მესამე სექტორის რეკომენდაციაა საკანონმდებლო საქმიანობა გააქტიურდეს, მთავრობაზე კონტროლი გაიზარდოს. ხელმისაწვდომი გახდეს საჯარო ინფორმაცია. არასამთავრობო ორგანიზაციაში სამი დეპუტატის ბიზნეს ინტერესებზეც საუბრობენ. ესენი არიან: დავით ბაციკაძე, ჯემალ ფუტკარაძე და აკაკი ძნელაძე. მათი თქმით აღნიშნული ქმედება კანონთან შეუსაბამოა.
“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები