რუსმა სამხედროებმა სოფელ განმუხურიდან საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურიდან, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვრისპირა სოფელია,  რუსმა სამხედროებმა ორი მოქალაქე  გაიტაცეს.

 არსებული ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა გიგლა მიქავა და ემირ გოგოხია იმ დროს გაიტაცეს, როცა თავიანთ ცხენებს საძოვარზე მიაკითხეს. აღნიშნულ ინფორმაციას   გატაცებულების ახლობლები ადასტურებენ. მათი  განცხადებით, რუსმა შეიარაღებულმა სამხედროებმა ე.წ. საზღვარი გადმოკვეთეს და მავთუხლართების გამოღმა მყოფი განმუხურის მკვიდრები გაიტაცეს.

სხვა ვიდეოები