რეაბილიტირებული ნიკოსეული სასახლის გახსნა მომავალი წლის დასაწყისში იგეგმება

ზუგდიდში ნიკოსეული სასახლის რეკონსტრუქცია დასრულდა და მისი ოფიციალურად გახსნა 2019 წლის იანვარში იგეგმება. ამის შესხებ რადიო„ათინათს“კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ უთხრა. მისი ინფორმაციით, ძირითადი სამუშოები დასრულებულია და ახლა დალაგება-გაწმენდა მიმდინარეობს. რაც შეეხება გახსნის ზუსტ თარიღს, ანთიძის თქმით ეს რეკონსტრუქციის სამუშაოებში მონაწილე ყველა კომპანიასთან შეთანხმებით უნდა გადაწყდეს.

„ძალან ცუდ დღეში იყო სასახლე. თავიდან ბოლომდე, სრულფასოვნად რეაბილიტირდა. მთლიან შეიცვალა ჭერი და დამონტაჟდა ვინტილაცია-გათბობის სისტემა. რაც შეეხება გახსნის თარიღს, მისი შეთანხმება უნდა მოხდეს მუზეუმთან, კულტურის და ძეგლთა სამინისტროსთან და ასევე იმ ორგანიზაციებთან ვინც მონაწილეობდა რეაბილიტაციის პროცესში“, – განაცხადა ანთიძემ.

სასახლის რეკონსტრუქცია 2015 წელს დაიწყო. სამუშაოებში, რომელსაც შპს „ტაო-ტბელი“ ახორციელებდა, 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.  ის სრულად ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა.

radioatinati

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk