ქემოკლიძემ ხურჩაში ე.წ. საზღვრის გადაწევის საკითხზე დასმულ კითხვას კონკრეტულად არ უპასუხა

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა დასრულდა. სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კახაბერ ქემოკლიძის თქმით, მხარეებს შორის საუბარი გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის ქართული მხარისთვის გადმოცემის, 2017 წლის 5 აპრილს საოკუპაციო ხაზთან დაკავებული პაატა როგავას გათავისუფლებისა და ბორდერიზაციის საკითხებს შეეხო.

„არსებობს იმის დამადასტურებელი კადრები, რომ რაშიდ კანჯი ოღლიმ მოკლა საქართველოს მოქალაქე და ის დღესაც დაუსჯელია. ეს ნამდვილად არის პრობლემა და კიდევ ერთხელ მოვითხოვეთ მის ქართული მხარისთვის გადმოცემა და საქმის ლოგიკური დასასრული“, – აღნიშნა ქემოკლიძემ.

რაც შეეხება დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ხურჩაში გასულ წელს გავლებული მავთულხლართები უკან დაწიეს, მას კონკრეტული პასუხი არ ჰქონდა, თუმცა ზოგადად ბორდერიზაციის პროცესს უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ ეს საკითხი გალის შეხვედრების განხილვის მუდმივი საგანია.

“ჯერ კიდევ 2017 წლის აპრილში დაიწყეს სოფელ ხურჩაში მავთულხლართების გაბმა, გასული წლის დეკემბერში კი ამ უკანონო ინსტალაციების საოკუპაციო ხაზის სიღრმეში გადაწევა. მოლაპარაკებები დასრულებული იქნება მაშინ, როდესაც უკანონო ბორდერიზაციის ფაქტები აღარ იქნება”, – დასძინა ქემოკლიძემ.

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმში ქართული, აფხაზური და რუსული მხარეების გარდა ჩართულნი არიან ევროკავშირი, ეუთო და გაერო.

მორიგი შევხედრა 27 თებერვალს ჩაინიშნა.

წყარო: radio atinati

 

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk