ქართული ოცნების სავარაუდო ”რჩეულები”

არჩევნებამდე სამ თვეზე ნაკლები დრო რჩება, პოლიტიკური პარტიები საარჩევნო სიებზე მუშაობენ. კანდიდატებს ჯერჯერობით ოფიციალურად არ ასახელებენ. თუმცა რამდენიმე მათგანის ვინაობა, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისთვის ცნობილი გახდა. კანდიდატთა ნაწილი კონსულტაციებს ადასტურებს. ნაწილი კი კატეგორიულად უარყოფს.

მმართველი გუნდიდან ხელვაჩაურის გამგებლობის სავარაუდო კანდიდატად ჯუმბერ ვარდმანიძე სახელდება. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს. „ნუ დავასწრებთ მოვლენებს, მივყვეთ თანმიმდევრობით ყველაფერი მალე გახდება ცნობილი.”
”ქართული ოცნებიდან” შუახევის გამგებლობის სავარაუდო კანდიდატებად ხელვაჩაურის პოლიციის უფროსი ფრიდონ ფუტკარაძე, ბიზნესმენი ემელიან შერვაშიძე და ავთო ჯუმუშაძე სახელდებიან. მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები და კონსულტაციები, აღნიშნულ პირებთან ინფორმაციის გადამოწმება ვცადეთ. ემელიან შერვაშიძე სატელეფონო საუბარში მსგავს ინფორმაციას არ ადასტურებს.
რაც შეეხება ფრიდონ ფუტკარაძეს, მისი თქმით, ამ ეტაპზე ძველ თანამდებობაზე აგრძელებს მუშაობას. ავთო ჯუმუშაძე კონსულტაციებს არ ადასტურებს. ამბობს, რომ შეთავაზება არ ჰქონია.
კურორტ ”გოდერძის” დირექტორის მოადგილე, გოჩა მელაძე შესაძლოა ხულოს გამგებლის კანდიდატად წარადგინონ. აქვს თუ არა შეთავაზებები და მიმდინარეობს თუ არა კონსულტაციები ეს გოჩა მელაძემ ჩვენთან საუბარში, არც უარყო და არც დაადასტურა. ამბობს, რომ მზადაა იქ გააგრძელოს მუშაობა სადაც გუნდი გადაწყვეტს.
ქედის გამგებლობის კანდიდატი სავარაუდოდ ლევან გორგილაძე იქნება. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, ექსკლუზიურად საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასთან ადასტურებს, რომ შეთავაზება აქვს და ამ საკითხზე მასთან “ქართული ოცნება” კონსულტაციებს მართავს. მისი თქმით, კონსულტაციები სხვა შესაძლო კანდიდატებთანაც იმართება, თუმცა ის მათი ვინაობის დაკონკრეტებისგან თავს იკავებს. ლევან გორგილაძე ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თანამდებობის დაკავებამდე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იყო, იგი გარკვეული დროის განმავლობაში მინისტრის მოვალეობასაც ასრულებდა.

მირიან ქათამაძე ქობულეთის გამგებლობის კანდიდატად დასახელების საკითხზე “ქართულ ოცნებაში” მიმდინარე კონსულტაციებს ადასტურებს, თუმცა ჯერ – ჯერობით დეტალებზე არ საუბრობს.აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ საბოლოოდ გადაწყვეტილებას პარტია მიიღებს, თუმცა იგი მზადაა იქ გააგრძელოს მუშაობა, სადაც გუნდი გადაწყვეტს.
ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, “ქართული ოცნება” თვითმმართველობის არჩევნებზე ბათუმის მერობის კანდიდატად სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლაშა კომახიძეს დაასახელებს. იგი ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.
“აჭარის ტელევიზია”

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk