ქალაქ სენაკში ჟიული შარტავას დაბადებიდან 75-ე იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ, სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ და სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჟიული შარტავას ბიუსტი გვირგვინით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს. ამასთან, წმ. იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ტაძარში ჟიულის შარტავასა და აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა და ჟიული შარტავას სახელობის მეორე საჯარო სკოლის საკონცერტო დარბაზში მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
ცნობისთვის, ჟიული შარტავა 1944 წლის 7 მარტს ქალაქ სენაკში დაიბადა. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი.1980-იან წლებში იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს წევრი. 1992 წლიდან – საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატი. აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის ივნისში, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის განკარგულებით დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარედ. 1993 წლის 27 სექტემბერს უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვის ოპერაციას, რომლის დროსაც აფხაზურმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ ტყვედ აიყვანეს. 1993 წლის 27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღეს თანამებრძოლებთან ერთად დახვრიტეს.
ჟიული შარტავას სიკვდილის შემდეგ ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk