პრეზიდენტი 17:00 საათზე ბრიფინგს გამართავს

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს 17:00 საათზე ბრიფინგს გამართავს. პრეზიდენტი გააკეთებს განცხადებას “მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტს ვეტოს დაადებს, თუ ხელს მოაწერს.

პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი 63 პარლამენტარმა მისცა.

საკანონმდებლო პაკეტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს გადაეგზავნა. დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიუჯეტიდან დაფინანსების პარალელურად, კომერციული რეკლამის განთავსებასაც შეძლებს. მოსალოდნელ ცვლილებებს ბევრი კრიტიკოსი ჰყავს.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია მხარს უჭერს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე რეფორმებს, რომლებიც, მათი შეფასებით, მიმართულია საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმატებულ, რეიტინგულ მაუწყებლად გარდაქმნაზე.

წყარო: imedinews

სხვა ვიდეოები