პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ

პოლიციის თანამშრომელი დაშავდა შაბათს რუსთავში მომხდარი თავდასხმის შედეგად, ინფორმაცია  „Sputnik–საქართველოს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

უწყების ინფორმაციით, პოლიციელს, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, უცნობი პიროვნება თავს დაესხა და ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენა თავის არეში. დაშავებული თავდაპირველად კლინიკა “რუსთავში” მოათავსეს, მოგვიანებით კი  თბილისში, ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე რჩება მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ.

შსს-ს ცნობით, ეჭვმიტანილი დაკავებულია, გამოიძიება სისხლის სამართლის კოდექსის  353-ე პრიმა  მუხლით, რაც პოლიციელზე თავდახმას გულისხმობს და ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

წყარო: sputnik-georgia

 

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk