ორი გარდაცვლილი და ორი დაშავებული – ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ზედა ეწერში

ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელიც  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში მოხდა, ორი ადამიანი ემსხვერპლა და ორი მძიმედ დაშავდა. არსებული ინფორმაციით,  ML-ის ჯიპს სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა.

დაშავებულები ამდროისთვის  ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში  არიან გადაყვანილები.

როგორც შსს-ში განმარტავენ, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესის ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

რა გახდა ავარიის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

სხვა ვიდეოები