ნემსაძემ “პსჟ”-ს ქართველი ფეხბურთელი ნაკრებში არ გამოიძახა

საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების თავკაცმა, გიორგი ნემსაძემ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის განაცხადში, ფრანგული გრანდის “პარი სენ ჟერმენის” ქართველი თავდამსხმელი, ნიკოლოზ ქუთათელაძე არ შეიყვანა.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები, 24-30 ოქტომბერს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს იწყებს. გიორგი ნემსაძის გუნდი თბილისში უმასპინძლებს იტალიის, მონტენეგროსა და ლატვიის ნაკრებებს.

17-წლამდელები ტურნირისწინა ბოლო, დასკვნით შეკრებას 17 ოქტომბრიდან დაიწყებენ და მთავარმა მწვრთნელმა უკვე შეარჩია სასურველი 23 ფეხბურთელი, რომელთა შორისაც ნიკოლოზ ქუთათელაძე ვერ მოხვდა, რომელთანაც ფრანგულ კლუბს პროფესიონალური ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. “პსჟ”-ს 17-წლამდელების ქართველი თავდამსხმელი ნემსაძემ ორჯერ გამოიძახა ერთი თვის განმავლობაში ამხანაგურ შეხვედრებში სათამაშოდ, მაგრამ ნიკოლოზ ქუთათელაძეს ნემსაძემ ძირითად შემადგენლობაში და 80 წუთის განმავლობაში თამაშის საშუალება არცერთხელ არ მისცა.

მეკარეები: ლუკა კუტალაძე (დინამო თბ), მამუკა ბახტაძე (საბურთალო), ლუკა ხარშილაძე (დინამო თბ);

მცველები: ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), დავით სამსონია (საბურთალო), ირაკლი აზაროვი (დინამო თბ), გიორგი აბზიანიძე (ტორპედო), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბ), ზურაბ ჭავჭანიძე (დინამო თბ), ზურაბ ბაქრაძე (ლოკომოტივი), ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი);

ნახევარმცველები: გიორგი ლომთაძე (დინამო თბ), გიორგი შალიკაშვილი (სფფ აკადემია), გიორგი გაგუა (იბერია 2010), ცოტნე ჩოთალიშვილი (საბურთალო), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო) , ლუკა-სებასტიან შვარცი (კარლსრუე, გერმანია), დავით ლორთქიფანიძე (ვალგობია ძანანო, იტალია), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბ);

თავდამსხმელები: ზურიკო დავითაშვილი (დინამო თბ), ელგუჯა ჯანგველაძე (დინამო თბ), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო თბ), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო).

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში 24 ოქტომბერს საქართველო ლატვიას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. 27 ოქტომბერს გიორგი ნემსაძის გუნდი მონტენეგროს შეხვდება, 30-ში კი – იტალიას. ელიტ-რაუნდის საგზურს ორი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს.

სხვა ვიდეოები