“ნანუკა ყველა ბიჭს მოსწონდა, მაგრამ ზედაც არავის უყურებდა…” – რას იხსენებს ჯგუფელი ბიძინა ივანიშვილის სარძლოზე

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შვი­ლის ნიშ­ნო­ბა საკ­მა­ოდ ხმა­უ­რი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ ნა­წილს ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის რჩე­უ­ლის შე­სა­ხებ ყვე­ლა დე­ტა­ლი აინ­ტე­რე­სებს.

რო­გორც ჟურ­ნა­ლი „თბი­ლი­სე­ლე­ბი“ წერს, წყვი­ლის სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა ახ­ლა­ხან და­ი­წყო და ნიშ­ნო­ბით დას­რულ­და. სულ მალე კი ბერა და ნა­ნუ­კა გუ­და­ვა­ძე ქორ­წი­ლის გა­დახ­და­საც გეგ­მა­ვენ.

მო­დე­ლი გა­მო­ცე­მას­თან სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე სა­უბ­რის­გან თავს იკა­ვებს, არც მა­მა­მი­სი­სა და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მე­გობ­რო­ბის შე­სა­ხებ ამ­ბობს რა­მეს.

„ვხვდე­ბი, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია ჩვე­ნი ამ­ბით, მაგ­რამ არაფ­რის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა არ მინ­და,“ – ამ­ბობს გუ­და­ვა­ძე.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­მო­მავ­ლო გეგ­მებს, ნა­ნუ­კა ამ­ბობს, რომ ქორ­წი­ლი „ალ­ბათ მალე იქ­ნე­ბა“, თუმ­ცა არც ამის შე­სა­ხებ სურს სა­უ­ბა­რი.

ნა­ნუ­კა გუ­და­ვა­ძე ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი იყო. „თბი­ლი­სე­ლე­ბი“ ნა­ნუ­კას ყო­ფილ თა­ნა­კურ­სელ­საც და­უ­კავ­შირ­და. მო­დე­ლის ჯგუ­ფე­ლი, თორ­ნი­კე ამ­ბობს, რომ გუ­და­ვა­ძეს ყო­ველ­თვის ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ჰყავ­და, თუმ­ცა ის „ზედ არა­ვის უყუ­რებ­და“ :

“ნა­ნუ­კა არა­სო­დეს ჰყვე­ბო­და ოჯა­ხის ამ­ბებს. ლექ­ცი­ებს შო­რის შეს­ვე­ნე­ბის დროს, ერთ თა­ნა­კურ­სელ ბი­ჭთან ჩა­მოდ­გე­ბო­და და სა­უბ­რობ­და. თა­ვად კარ­გად სწავ­ლობ­და და ის ბი­ჭიც საკ­მა­ოდ ნი­ჭი­ე­რი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი იყო. ერ­თად გა­ნი­ხი­ლავ­დნენ ლექ­ცი­ე­ბის ამ­ბებს. რა­ი­ო­ნე­ბი­დან და სოფ­ლი­დან ჩა­მო­სულ სტუ­დენტ ჯგუ­ფე­ლებ­თან კონ­ტაქ­ტი არ ჰქონ­და.

ზო­გა­დად, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ყვე­ლა ბიჭს მოს­წონ­და, მაგ­რამ ზე­დაც არა­ვის უყუ­რებ­და, „გა­მარ­ჯო­ბა­საც“ კი არ ეუბ­ნე­ბო­და. თა­ვი­სე­ბუ­რი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და, მაგ­რამ არ ვამ­ტყუ­ნებ – ნა­ნუ­კა ძა­ლი­ან ლა­მა­ზი, გა­მორ­ჩე­უ­ლი და დახ­ვე­წი­ლი გო­გოა და იცის თა­ვი­სი ფასი, ამი­ტომ ბი­ჭე­ბი ვერც ეკა­რე­ბოდ­ნენ” – ამ­ბობს გუ­და­ვა­ძის ჯგუ­ფე­ლი.

წყვი­ლის ნიშ­ნო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია 18 სექ­ტემ­ბერს გავ­რცელ­და, ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბერა ივა­ნიშ­ვილ­მა თა­ვად და­წე­რა. “და რაც აქამ­დე იყო ჩემი და შენი, დღეს გახ­და ჩვე­ნი” – და­წე­რა ბე­რამ და სა­ცო­ლეს­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი სუ­რა­თი გა­ა­ზი­ა­რა.

ambebi.ge

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk