ნახევარი საათის ინტერვალში მომხდარი ორი ავტოსაგზაო შემთხვევა – გარდაცვლილია ზუგდიდის ახლად არჩეული საკრებულოს წევრი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭითაწყარში. მომხდარის შედეგად, ადგილზე დაიღუპა მსუბუქ ავტომობილში მყოფი ზუგდიდის საკრებულოს ახლად არჩეული წევრი, თამაზ ჟორჟოლიანი. რაც შეეხება „ფორდ ტრანზიტში“ მყოფ სამ მგზავრს, ისინი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარიდან დაახლოებით 20 წუთში, გზის იგივე მონაკვეთზე კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. პირველი შემთხვევის ადგილიდან 40 მეტრში მდგარ ტრაილერს მოპედი შეეჯახა, რის შედეგადაც მოპედის მძღოლი დაიღუპა . შემთხვევის ადგილებზე გვიან ღამემდე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები და ექსპერტ-კრიმინალისტები.

როგორც შს სამინისტროშ განმარტავენ, ორივე ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk