მოწერელია: ვფიქრობ, ჩვენ რეგიონში მცხოვრები ნიჭიერი მუსიკოსების, ანსამბლებისა და ბენდების პოპულარიზაციაზე უნდა დავიწყოთ ზრუნვა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ალექსანდრე მოწერელია რეგიონის მუნიციპალიტეტების კულტურის სამსახურის წარმომადგენლებს, მუსიკალური ანსამბლებისა და ბენდების წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა მუსიკოსების სამუშაო პირობების გაუმჯობესება, მუსიკალური ინსტრუმენტებისა და ტექნიკური აღჭურვილობების საკითხები იყო.

“ხშირად, როდესაც რაიმე დღესასწაულის აღსანიშნავი კონცერტი იგეგმება, იმთავითვე, შემსრულებლების მოწვევას განიხილავენ. ვფიქრობ, ჩვენ რეგიონში მცხოვრები ნიჭიერი მუსიკოსების, ანსამბლებისა და ბენდების პოპულარიზაციაზე უნდა დავიწყოთ ზრუნვა. არაერთ საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე წარმატებით წარმდგარან ჩვენი მხარის წარმომადგენელი მუსიკალური შემსრულებლები და უთუოდ საჭიროა, დავეხმაროთ, წარმოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობები“ – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk