მოსწავლეების ნაწილის ინფორმაციით, მანდატურის სამსახურმა უფროსკლასელების ჩანთების შემოწმება დაიწყო

თბილისის ზოგიერთ სკოლაში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. შესაბამისი ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ თავად რამდენიმე სკოლის მოსწავლეებმა მიაწოდეს.

მათი განმარტებით, მანდატურის სამსახურმა მაღალი კლასების მოსწავლეების შემოწმება დაიწყო. კერძოდ, როგორც მოსწავლეები აცხადებენ, მანდატურები მე-8 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს სკოლაში შესვლისას ჩანთებს უმოწმებენ.

„დილით რომ მივედით სკოლაში, გვთხოვეს ჩანთები გაგვეხსნა და ჩვენი ნივთები ამოგველაგებინა. ჩემი ყველა კლასელი ასე შეამოწმეს. ასევე, ამოწმებდნენ სხვა უფროსკლასელებსაც, მათ შორის, მე-10 და მე-11 კლასებს“, – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა მოსწავლემ.

თავად განათლების და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „მანდატურის სამსახურის“ ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსის, შორენა ზედგინიძის თქმით, მანდატურის სამსახურს გონივრული ეჭვის საფუძველზე მოსწავლეების პირადი გასინჯვის უფლება აქვს.

„მანდატური საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში ატარებს მოსწავლის პირად გასინჯვას. მაგალითად, თუ მოსწავლეები შემჩნეულები არიან კონფლიქტურ სიტუაციაში, მანდატურს აქვს უფლება ჩაატაროს პირადი გასინჯვა, ოღონდ ეს გასინჯვა უნდა ჩაატაროს აუცილებლად სკოლის მიერ განსაზღვრულ, დირექციის წარმომადგენელთან ერთად. მარტო არ აკეთებს მანდატური პირად გასინჯვას, ეს ეკრძალება.

რაც შეეხება უშუალოდ თქვენს მიერ მოყვანილ შემთხვევებს, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გვაქვს. კონკრეტულ დღეს, კონკრეტულ სკოლებში რაიმე განსაკუთრებული მითითება, რომ სკოლებში პირადი გასინჯვა ჩატარებულიყო, არ ყოფილა. მანდატურები აკეთებენ იმას, რასაც აქამდე აკეთებდნენ.

თვითონ პროცედურა შემდეგნაირად ხდება, რომ ითხოვს მანდატური მოსწავლემ აჩვენოს ჩანთა, ჯიბე და ა.შ. გააჩნია, რაზეა სავარაუდო ეჭვი, თუმცა კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ამ შემოწმებას მანდატურის სამსახური მარტო არ ახორციელებს, მას ესწრება სკოლის დირექციის წარმომადგენელი“, – განაცხადა შორენა ზედგინიძემ.

ბავშვები, რომლებმაც „ინტერპრესნიუსს“ აღნიშნული შემოწმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლების მოსწავლეები არიან.

წყარო: “ინტერპრესნიუსი”

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk