მოსახლეობა ”მესტია ჭალა ჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ – მესტიაში დაძაბულობა კულმინაციას აღწევს

მესტიაში დაძაბულობა კულმინაციას აღწევს. სვანები ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ. საქმე ეხება ჰესის მშენებლობას.

ადგილობრივებმა უკვე შექმნეს მობილური ჯგუფები, რომლებიც სვანეთში მძიმე სამშენებლო ტექნიკის გადაადგილებას აკონტროლებენ. მესტიაში ამბობენ რომ ”მესტია ჭალა ჰესის” მშენებლობას არ დაუშვებენ.

ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მესტიაში უკვე ყოველდღიურად იმართება. ისინი ამ დრომდე არ აძლევენ სამშენებლო კომპანიას ტექნიკის შეყვანის უფლებას იმ ადგილას, სადაც საშუალო სიმძლავრის ჰესი უნდა აშენდეს. ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ ამის გამო ხელისუფლებამ მათ მიმართ სანქციები დაიწყო. სამსახური დაატოვებინეს გამგეობის ორ თანამშრომელს.

ბრალდებებს უარყოფს მესტიის გამგებელი. კაპიტონ ჟორჟოლიანი ამტკიცებს, რომ მათი შემცირება უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციას უკავშირდება.

მესტია ჭალადიდის ჰესის მშენებლობა უკვე 1 წელია მიმდინარეობს, სამშენებლო პროცესი მოსახლეობის პროტესტის გამო ამ დროისთვის შეჩერებულია, მშენებელი კომპანია სამუშაოების განახლებას რამდენიმე დღეში გეგმავს, მანამდე კი ისინი მესტიელებთან მოლაპარაკებებს აგრძელებენ, თუკი შეთანხმება ვერ შედგება არ არის გამორიცხული, რომ კომპანიამ ტექნიკა იძულებით შეიყვანოს.

წყარო: “რუსთავი 2”

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk