მოსახლეობა მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს

მოსახლეობა მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. ბაგრატიონის ქუჩის მცხოვრებლების განცხადებით, თურქული კომპანია სამშენებლო ნორმების დარღვევით საქმიანობს. მოქალაქეების თქმით, შენობები ერთმანეთთან ახლოსაა განთავსებული და სამშენებლო ნაგავი სახლებში შედის. მრავალსართულიანი კორპუსის აივანი კი ადგილობრივის სახლის სახურავის ნაწილზეა გადასული. ამბობენ, რომ მერიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უწყებამ კომპანია მხოლოდ დააჯარიმა, მშენებლობა კი ამ დრომდე მიმდინარეობს. ისინი ვერც მშენებელ კომპანიასთან დაკავშირებას ახერხებენ. მოქალაქეებმა პროტესტის ნიშნად დღეს მშენებლობაზე დასაქმებულები არ შეუშვეს და პატრული გამოიძახეს. ბაგრატიონის 114 ნომერში მრავალსართულიან კორპუსს თურქული კომპანია „თოფრაქ ინშაათი“ აშენებს. მშენებლობისთვის ნებართავა კომპანიამ ბათუმის მერიისგან გასული წლის მარტში მიიღო.

“TV 25”

სხვა ვიდეოები