მესტიაში საახალწლო ღონისძიება 31 დეკემბერს აღარ გაიმართება

მესტიის მუნიციპალიტეტში საკრებულოს წევრის ლომარ ნიგურიანის დაღუპვის გამო საახალწლო ღონისძიებები 7 იანვრამდე გადაიდო. მერის მოადგილის ნელი ნავერიანის თქმით, 31 დეკემბერს საახალწლო კონცერტი და მარხილით ტრადიციული მსვლელობა არ გაიმართება. მისივე ინფორმაცით აღნიშნული გადაწყვეტილება მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა მიიღო.

„ეს გადაწყვეტილება მერმა მიიღო და ვფიქრობ, რომ სწორია. დიდი ტრაგედია მოხდა საკრებულოს წევრია გარდაცვლილი და არც არის სწორი ახლა ზეიმის მოწყობა. 31- ში დაგეგმილი ღონისძიება, შვიდამდე გადაიდო. რაც შეეხება უდედმამო ბავშვებს, ას წელს გადაცილებულ ადამინებსა და შშმ პირებს მათი საახალწლო მილოცვა და დასაჩუქრება არ გადაგვიდია“, – განაცხდა ნავერიანმა.

21 წლის ქალის გარდაცვალების გამო საახალწლო ღონისძიება მარტვილის მუნიციპალიტეტშიც გადაიდო.

წყარო: რადიო “ათინათი”

 

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk