“მეშვიდე წელია სტადიონი შენდება და საშველი არ დაადგა” – ფოთში, ოპოზიციამ ცენტრალური სტადიონის მშენებლობის გაჭიანურება გააპროტესტა

source site „ნაციოალური მოძრაობის“ წარმომადგენელის განცხადებით, სტადიონის რეაბილიტაციას ბიძინა ივანიშვილის კომპანია “ელიტა ბურჯი“ ასრულებს. მისი თქმით ამ კომპანიას ხელისუფლება მფარველობს და თანხები არამიზნობრივად იხარჯება.

 ცნობისათვის, სტადიონის მშენებლობა დაახლოებით 7 წლის წინ დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოცხადებული ტენდერი ორჯერ ჩაიაშალა. კონტრაქტორმა ფირმებმა ავანსის სახით თანხა აიღეს , თუმცა ტენდერით დაკისრებული მოვალეობები ვერ შეასრულეს. ამჯერად, ქალაქის სტადიონის მშენებლობას, რიგით მესამე კომპანია ახორციელებს.

“მეშვიდე წელია სტადიონი შენდება და საშველი არ დაადგა. ტენდერის ყველა პირობა დარღვეულია. ივანიშვილის კომპანია “ელიტა ბურჯი” ასრულებს სამუშაოებს და როგორც ჩანს ამათთვის ყველაფერი დასაშვებია. ფულის ფლანგვა, სამჯერ ტენდერის გამოცხადება და შენობა ისევ გაუკეთებელი , ეს ხალხს ხომ აკლდება? მაშინ როცა ქალაქში ბევრი რამეა გასაკეთებელი და სამი მილიონი დაგრჩება ბიუჯეტში გაუხარჯავი თანხა და უკან დაუბრუნებ სახელმწიფოს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება არ არის, საერთოდ სახელმწიფო არ არსებობს.სტადიონის საფარი ორჯერ დაიგო, მილიონები გადაიხადეს.ერთხელ “საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ“ გააკეთა, მაგრამ ეს თანხა ბიუჯეტიდან , ხომ გავიდა და ხალხს ხომ დააკლდა? რა მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი ბიუჯეტი დახარჯავს , თუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯება. ხელისუფლებასთან მაქვს პრეტენზიები, არის დაუსჯელობის სინდრომი, ვიღაცა აშავებს , ვიღაცა არ აკეთებს, ვიღაცა არღვევს , მაგრამ არავინ არ ისჯება , რადგან ბიძინა ივანიშვილის კომპანიამ მოიგო ტენდერი და ხელშეუხებელია. სამუშაოები 2018 წლის თებერვალში უნდა დაესრულებინა , თუმცა ვადებმა არერთხელ გადაიწია.2019 წელია და ჯერაც არ უჩანს დასასრულს პირი.სამუშაოთა მწარმოებელმა მითხრა, რომ 25 თებერვალს ჩააბარებენ ობიექტს, მაგრამ დარწმუნებული ვარ 2020 წელსაც არ იქნება ჩაბარებული”,- განუცხადა ჟურნალისტებს საკრებულოს წევრმა “ნაციონალური მოძრაობიდან” დარეჯან ცხვიტარიამ.

ფოთის მერიაში “ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებებს არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ სტადიონზე მიმდინარე სამუშაოები დათქმულ ვადაში დასრულდება.

“ამ ობიექტთან დაკავშირებით სამი კონტრაქტორი კომპანია იყო. პირველი არაკეთილსიერი საქმიანობისთვის ჩვენს მიერ იქნა დისკვალიფიცირებული.ასევე მეორე კონტრაქტორსაც მოუწია იგივე და ეს მესამე კომპანიაა, რომელიც ამ საკითხის გადაწყვეტას სერიოზულად შეუდგა. სამუშაოები თვის ბოლოს დასრულდება და ჩავიბარებთ სტადიონს,“ -აღნიშნა მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოადგილემ ვასილ თოდუამ.

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk