მდინარე რიონში 16 წლის მოზარდს მეხუთე დღეა უშედეგოდ ეძებენ

ფოთში, მდინარე რიონში  16 წლის მოზარდის სამძებრო სამუშაოები  მეხუთე დღეა  უშედეგოდ მიმდინარეობს. პროცესში ჩართულია 30-მდე მაშველი, მათ შორის მყვინთავების დამატებითი ძალები. გარდა ამისა, წყალქვეშა სამუშაოებს სპეციალური სამძებრო აპარატით აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი კატერი და ეკონომიკის სამინისტროს ჰიდროგრაფიის სამსახურის კვლევითი კატარღა.

შეგახსენებთ,  უბედური შემთხვევა  29 იანვარს მოხდა.  არსებული ინფორმაციით,  მოზარდი   ხიდის მოაჯირზე იყო ასული,  მოულოდნელად წონასწორობა დაკარგა და წყალში  ჩავარდა.

 

სხვა ვიდეოები